地下鉄 近く グルジア

Metro Vazha-Pshavela (მეტრო „ვაჟა-ფშაველა“)
"ვაჟა-ფშაველა" — თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც "დელისის" და "სახელმწიფო უნივერსიტეტის" სადგურებს შორის მდებარეობს. ამჟამად, საბურთალოს ხაზის ბოლო გაჩერებაა. გაისხნა 2000 წლის 2 აპრილს და მისი პროექტის ავტორია არქიტექტორი ნ. ლომიძე.

Metro Delisi (მეტრო „დელისი“)
"დელისი" (ყოფილი "ვიქტორ გოცირიძე") — თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც "სამედიცინო უნივერსიტეტის" და "ვაჟა-ფშაველას" სადგურებს შორის მდებარეობს. გაიხსნა 1979 წლის 15 სექტემბერს. მისი პროექტის ავტორია არქიტექტორი ნ. ლომიძე.

Metro Gotsiridze (მეტრო „გოცირიძე“)
"გოცირიძე" (ყოფილი "ელექტროდეპო") — თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ორიდან ერთ-ერთი მიწისზედა სადგური, რომელიც "დიდუბისა" და "ნაძალადევის" სადგურებს შორის მდებარეობს. გაისხნა 1966 წლის 11 იანვარს. მისი პროექტი ეკუთვნის არქიტექტორებს გ. მოძმანიშვილს და ნ. ლომიძეს.

Metro Nadzaladevi (მეტრო „ნაძალადევი“)
"ნაძალადევი" (ყოფილი "ოქტომბერი") — თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც "გოცირიძისა“ და "სადგურის მოედნის" სადგურებს შორის მდებარეობს. გაიხსნა 1966 წლის 11 იანვარს. მისი პროექტი ეკუთვნის არქიტექტორებს თ. თევზაძესა და რ. კიკნაძეს.

Metro 300 Aragveli (მეტრო „300 არაგველი“)
"300 არაგველი" — თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც "ავლაბრისა" და "ისნის" სადგურებს შორის მდებარეობს. გაიხსნა 1967 წლის 6 ნოემბერს. მისი პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები — თ. თევზაძე და გ. ბათიაშვილი.

Metro Technical University (მეტრო „ტექნიკური უნივერსიტეტი“)
"ტექნიკური უნივერსიტეტი" (ყოფილი "პოლიტექნიკური" და "პოლიტექნიკური ინსტიტუტი") — თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგური. მდებარეობს "წერეთლისა" და "სამედიცინო უნივერსიტეტის" სადგურებს შორის. გაიხსნა 1979 წლის 15 სექტემბერს. მისი პროექტი ეკუთვნის გ. მოძმანიშვილს და დ. იოსავას.

Metro Tsereteli (მეტრო „წერეთელი“)
"წერეთელი" (ყოფილი "წერეთლის გამზირი") — თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც "სადგურის მოედანის" და "ტექნიკური უნივერსიტეტის" სადგურებს შორის მდებარეობს. გაიხსნა 1979 წელის 15 სექტემბერს. მისი პროექტის ავტორია არქიტექტორი მ. კაციტაძე.